განხილვის გვერდები

სტატიისათვის საჭირბოროტო საკითხების გადასაწყვეტად არსებობს განხილვის გვერდები. ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტა თვითნებურად არ არის მიზანშეწონილი (მაგალითად სტატიის სახელის შეცვლა და ა. შ.), ამიტომ საჭიროა გადავიდეთ სტატიის განხილვის გვერდზე და პრობლემის შესახებ სხვა მომხმარებლებს ვაცნობოთ.

აუცილებელია ჩვენი რეპლიკის ბოლოს მოვაწეროთ ხელი!!! ამისათვის საკმარისია დავწეროთ ოთხი ტილდი (~~~~), ან უფრო მარტივად, დავაწკაპოთ პატარა ფანქარს რედაქტირების დამხმარე ზედა ველში.
ვაწკაპებთ აი აქ...




ზოგჯერ გვჭირდება დავუკავშირდეთ რომელიმე სხვა მომხმარებელს. ამისათვის არსებობს მომხმარებლის განხილვის გვერდი:


მომხმარებლის განხილვის გვერდი...






No comments:

Post a Comment