6.12.15


   გამარჯობა, პატივცემულო მკითხველო!!! 


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიმასწავლებელზე!!!

ამ ბლოგით შევეცდები მცირედი წვლილი შევიტანო ქართული ვიკიპედიის განვითარებაში. ვიკიპედია არის თავისუფალი ენციკლოპედია, რომელსაც მოხალისეები საკუთარი კეთილი ნებით ქმნიან. ქართული ვიკიპედია მოხალისეთა რაოდენობის ნაკლებობას განიცდის. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობით. მე პირადად, გაოცებული დავრჩი, როცა გავიგე რომ ვიკიპედიის რედაქტირება მეც შემეძლო. დავიწყე ისე, რომ დარწმუნებით არც კი ვიცოდი რას ვიწყებდი. მაგრამ ერთი წამითაც არ მინანია ვიკიპედიელად გახდომა! დავიწყე და ვეღარ გავჩერდი! გვერდზე მედგა ის რამდენიმე ადამიანი, ვინც მასწავლებლობა გამიწია და ნამდვილ ვიკიპედიელად მაქცია. ახლა კი მინდა ჩემი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ. ამისათვის დეტალურად ავღწერ რა და როგორ კეთდება ვიკიზე და იმედი მაქვს, ეს ბლოგი თუნდაც ერთ ახალ მომხმარებელს შესძენს საქართველოს!