ახალი გვერდის შექმნა

ახალი გვერდის შესაქმნელად ჯერ უნდა გადავწყვიტოთ სტატიის სათაური. (ჩემს შემთხვევაში ვქმნი სტატიას სათაურით „ხრიალები“)


                                                                

1. საძიებო ველში ვწერთ სტატიის სათაურს და ვაწკაპებთ ძებნას.


 


 2. თუ სტატია არ არსებობს, მას ასეთი (წითელი ბმული) სახით ამოაგდებს.








 3. ამის შემდეგ გამოჩნდება სპეციალური ველი სადაც  უნდა შევიტანოთ ინფორმაცია (ეს ორი ფოტო ერთმანეთის გაგრძელებაა). შეგვაქვს ინფორმაცია (თუ როგორ, ამას შემდეგ ავხსნი) და ვაწვებით „გვერდის შენახვას“.

      




ინფოდაფები




ვიკიპედიას აქვს დამხმერე თარგები, რომლებიც ზოგიერთი სტატიის გაფორმებაში დაგვეხმარება. ასეთ თარგებს ინფოდაფა ეწოდება. ამკონკრეტულ შემთხვევაში მე ვქმნის სტატიას ცოცხალ არსებაზე, ამიტომ ვიყენებ სპეციალურ ინფოდაფას, რომელსაც ტაქსოდაფა ეწოდება. მარტივად google-ში შეგვიძლია მოვძებნოთ საჭირო ინფოდაფა. მაგალთისათვის თუ ვქმნით პიროვნებაზე, მოვძებნით „ინფოდაფა: პიროვნება“, თუ ვქმნით დასახლებულ პუნქტზე - „ინფოდაფა: დასახლება“ და ა. შ. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ჩემს შემთხვევაში ვეძებ და ვაკოპირებ თარგს სახელად „ტაქსოდაფა“. დაკოპირებულ ინფოდაფას ვსვამთ შესაქმნელი სტატიის ცარიელ ველში. ვცდილობთ რაც შეიძლება მაქსიმალურად შევავსოთ ის. ამ ყველაფერს ნახავთ ქვემოთ თანმიმდევრობით ფოტოებში:


 
 
 


ამის შემდეგ ვიწყებთ სტატიის უშუალო ტექსტის წერას (თუ ვერ ვიპოვეთ საჭირო ინფოდაფა, ვიწყებთ პირდაპირ ამით). სტატიის წერას ვიწყებთ სათაურით, რომელიც აუცილებლად მუქი უნდა იყოს, ამისათვის ვნიშნავთ მას და რედაქტირების ფანჯრის მარჯვენა ზედა კუთხეში ვაწკაპებთ ასო-ბგერა „მ“-ს. 

სათაურის გამუქება

შემდეგი საფეხურია დეფისის დასმა. აისათვის არსებობს სპეიალური დამხმარე საშუალებები რედ. ფანჯრის ქვემოთ. ვპოულობთ ყველაზე გრძელ ხაზზს და ვაწკაპებთ მას, ასე ის მითითებულ ადგილზე აღმოჩნდება. 


 

სტატიის შექმნის სხვა ნიუანსებს შემდეგ გვერდებზე გაეცნობით!!!







No comments:

Post a Comment