იმისათვის, რომ სტატიები გაცილებით ლამაზი და შესახედად სასიამოვნო იყოს, ამასთან მეტი ინფორმაციის მომცემი, შესაძლებელია ფაილების დამატება. რომელებიც გაზრდიან ვიზუალურ ეფექტს. სტატიაში ფაილის დამატება რამდენიმე ხერხითაა შესაძლებელი:
- იმ შემთხვევაში, თუ ფაილი უკვე ატვირთულია ადგილობრივ (როგორიცაა ქართული) ვიკიპედიაზე ან ვიკისაწყობში.
- ფაილის ატვირთვა და შემდეგ დამატება. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ თუ გვსურს ფაილის დამატება, საჭიროა საჭირო ლიცენზიის ქონა, რის გარეშეც ფაილი წაიშლება ადმინისტრაციის მიერ.
ფაილის დასამატებად კი რედაქტირების ველში ჩავწერთ:
- [[ფაილი:ფაილის სახელი|აღწერა|ფაილის სიდიდე პიქსელებში (შეგვიძლია მარტივად მივუთითოთ „მინი“)|სტატიაში მდებარეობა(მარჯვნივ, მარცხნივ, ცენტრში)]]
- თუ სტატიაში ჩასმულია ინფოდაფა, მაშინ სიტყვა ფაილის გასწვრივ ჩავწერთ ფაილის სახელს (აღარაა საჭირო კვადრაატული ფრჩხილები).
No comments:
Post a Comment